ყოველი კვადრატი გათვლილია.
სიზუსტის ლაბორატორია თბილისში. პროექტირებიდან გასაღების ჩაბარებამდე — ერთი გუნდი, ერთი ხელშეკრულება, ერთი პასუხისმგებლობა.
პროექტიდან გასაღებამდე.
სამი მიმართულება, ერთი გუნდი. კლიენტს არ სჭირდება ხუთი კომპანიის კოორდინაცია — ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.
სერვისები დეტალურად →პროექტირება & დიზაინი
არქიტექტურული კონცეფცია, ინტერიერის დიზაინი და სამუშაო დოკუმენტაცია.
მშენებლობა
ნულიდან აშენება — ფუნდამენტიდან სახურავამდე, ხარისხის კონტროლით ყოველ ეტაპზე.
რემონტი & რეკონსტრუქცია
სრული ან ნაწილობრივი რემონტი, გადაგეგმარება და ძველი შენობის მოდერნიზაცია.
გამოთვალე ფასი.
აირჩიე ფართობი, მომსახურების ტიპი და ხარისხის დონე — მიიღე ორიენტაციული ღირებულება და ვადა.
სრული კალკულატორი — 9 პარამეტრი →რაც ავაშენეთ.
კიკეთის ტერასიანი რეზიდენცია
თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ოთხი საძინებლით, სამუშაო კაბინეტით, ვერანდითა და დიდი ზედა ტერასით.
ოქროყანის სპა რეზიდენცია
თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ოთხი საძინებლით, კაბინეტით, სავარჯიშო და სპა ზონებითა და ორმანქანიანი ავტოფარეხით.
დიდი დიღმის ბუხრიანი სახლი
თანამედროვე ორსართულიანი სახლი ხუთი საძინებლით, ბუხრიანი მისაღებით, ტერასითა და ორმანქანიანი ავტოფარეხით.
კოჯრის აუზიანი რეზიდენცია
მასშტაბური რეზიდენცია ოთხი საძინებლით, ცოკოლის აუზითა და საუნით, ტერასებითა და ორმანქანიანი ავტოფარეხით.
საგურამოს ხუთსაძინებლიანი რეზიდენცია
ორსართულიანი საოჯახო რეზიდენცია ხუთი საძინებლით, ტერასითა და ინტეგრირებული ავტოფარეხით.
ბაზალეთის ტერასიანი სახლი
თანამედროვე ერთსართულიანი სახლი სამი საძინებლით, ბრტყელი სახურავითა და გრძელი დაცული ტერასით.
გამჭვირვალე ეტაპები.
ყოველ ეტაპზე გეცოდინება რა ხდება, რა ღირს და როდის სრულდება.
7 ეტაპი დეტალურად →ვისთან ერთადაც ვმუშაობთ.
მიმწოდებლები და სპეციალისტები, რომლებთანაც წლებია ვმუშაობთ. მასალის ვადა და ხარისხი იმიტომ გვაქვს გარანტირებული, რომ ყოველი მათგანი შემოწმებულია ობიექტზე, არა კატალოგში.
დავიწყოთ გაზომვით.
პირველი კონსულტაცია და ობიექტის დათვალიერება უფასოა.