კიკეთის ტერასიანი რეზიდენცია
თანამედროვე ორსართულიანი რეზიდენცია ოთხი საძინებლით, სამუშაო კაბინეტით, ვერანდითა და დიდი ზედა ტერასით.
კიკეთის მწვანე გარემოზე მორგებული 229 მ² რეზიდენცია მკაფიო კუბურ მოცულობებსა და ღია გარე სივრცეებს აერთიანებს. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო-სასადილო, მისაღები, ერთი საძინებელი, ტექნიკური და დამხმარე სათავსოები; ვიტრაჟები საერთო სივრცეს ბაღის ვერანდასთან აკავშირებს. მეორე დონეზე სამი საძინებელი, გარდერობი და 27 მ² სამუშაო კაბინეტია, რომელსაც დაახლოებით 54 მ² ფართო ტერასა ემსახურება. თეთრი და გრაფიტის მინერალური ლესვა, თერმოხის აქცენტები და შავი ალუმინის ვიტრაჟები ფასადის გეომეტრიას გამოყოფს. ბრტყელი სახურავი, მონოლითური გადახურვები და თბოიზოლირებული ბლოკის კედლები კიკეთის კლიმატურ და თბილისის სეისმურ პირობებზეა გათვლილი.
რელიეფის, ხედების, ინსოლაციისა და მისასვლელების ანალიზი
დღის ზონის, ოთხი საძინებლის, კაბინეტის, ვერანდისა და დიდი ტერასის ორგანიზება
მოცულობები, ტერასები, ფასადის მასალები და ფოტორეალისტური ხედები
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზები, კვანძები და სპეციფიკაციები
გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, ელექტროობა და წყალმომარაგება
კიკეთის საცხოვრებელი ზონა, თბილისი
მსგავსი ობიექტი გაქვს?
გაზომვაზე გეტყვით რეალურ ვადას და ბიუჯეტს — უფასოდ.